18 ნოემბერი სამხედრო დაზვერვის დღეა
1991 წლის 18 ნოემბერს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შეიქმნა და ფუნქციონირება დაიწყო შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის სადაზვერვო სამმართველომ. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, სამხედრო დაზვერვის შემადგენლობა სხვა სამანევრო ქვედანაყოფებთან ერთად აქტიურად არის ჩართული უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო მისიებში, თანამშრომლობს საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებთან და რეგიონული და საერთაშორისო სტაბილურობის გამყარების მიზნით მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს.