კახა კალაძე ინგუშეთის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გლდანის რაიონში, პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინგუშეთის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მერის თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე და მიმდებარე ჩიხებში სრულად მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები.
„დღეს ვამთვრებთ საგზაო სამუშაოებს. აქ, დაახლოებით, 150 ოჯახი ცხოვრობს. იყო უმძიმესი მდგომარეობა. წვიმიან ამინდში გავლა შეუძლებელი იყო. ამ სამუშოების შემდეგ, ჩვენს დაპირებას შევასრულებთ და ამ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი 10-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს“, – აღნიშნა კალაძემ.