დიდ დიღომში, ფრედერიკ მონპერეს ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. საგზაო სამუშაოები დიდ დიღომში, ფრედერიკ მონპერეს ქუჩაზე მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩაზე უკვე მოეწყო 1073 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი, ხოლო 5971 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარის პირველი ფენა დაიგო.
მოქალაქეებს ამ დრომდე უწევდათ აღნიშნულ ქუჩაზე გრუნტიან გზაზე გადაადგილება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 600 000 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები