ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა 13 ნოემბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, სოფელ მერიაში ცენტრალურ გზაზე ავტომობილი ფეხითმოსიარულე ქალს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც “კვირას” შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276- ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.