მუხიანში, კერესელიძის ქუჩაზე ახალი სპორტული მოედანი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას აგრძელებს.
ამჯერად, სრულიად ახალი სპორტული მოედანი მუხიანში, ლეო კერესელიძის ქუჩაზე, დაახლოებით, 400 კვ. მეტრ ფართობზე ეწყობა. სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „პე-ბე“ ახორციელებს, 93 389 ლარი არის გათვალისწინებული.
სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი  – ლევან ნაროუშვილი ადგილზე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები