თბილისში, იამანიძის N6-ში ხანძრის შედეგად დაზიანებული სახურავის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა
დიდუბის რაიონში, იამანიძის ქუჩის N6-ში ხანძრის შედეგად დაზიანებული სახურავის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა.
სამუშაოების მიხედვით, 405 კვ.მ ფართობზე სახურავის კონსტრუქცია მთლიანად შეიცვალა და თუნუქის ფილებით გადაიხურა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 19 530 ლარი გამოიყო.
ხანძარი იამანიძის ქუჩის N6-ში 25 ოქტომბერს გაჩნდა, რის შედეგადაც აღნიშნული სახლის სახურავი სრულად განადგურდა.