ვარკეთილი 3-ში ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი ეწყობა

სამგორის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს.
ერთ-ერთი ასეთი პროექტი ვარკეთილი 3-ში ხორციელდება.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ვარკეთილი 3-ში, მე-4მ/რ-ის N420 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი თანამედროვე სტანდარტების დაცვით ეწყობა.
მოედანზე ბალახის ხელოვნური საფარი მოეწყობა, ასევე, დამონტაჟდება ტრიბუნა და გარე განათების სისტემა.
სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, კონტრაქტორი კომპანია „პარმა“ ასრულებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 142 400 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები