ზღვისუბანში კორპუსის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის XI მ.რ. I კვ. N12 კორპუსის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და წყალსაწრეტი მილები შეიცვალა.
პროექტის ფარგლებში, 527 კვ.მ ფართობზე სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდა და 115 გრძივ მეტრზე ახალი წყალსაწრეტი მილები მოეწყო.
ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 19 471 ლარი გამოიყო. აღნიშნულ კორპუსში 65 ოჯახი ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები