დიდუბეში, მირცხულავას ქუჩაზე ასფალტი მოაწესრიგეს

დიდუბის რაიონის გამგეობა მირცხულავას ქუჩაზე ასფალტის მოწესრიგებას განაგრძობს.
ამ ეტაპზე, მირცხულავას ქუჩის N3ბ-ში, N10-სა და N12-ში ასფალტი მოწესრიგდა, ხოლო, N12-სა და N14-ში ასფალტის საფარი უახლოეს პერიოდში დაიგება.
სამუშაოები, ჯამურად, 1020 კვ. მ ფართობზე განხორციელდა.
ასფალტის დაგების სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 000 ლარით დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები