ვლადიმერ ჩაჩიბაია გერმანიის თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით გერმანიის თავდაცვის აკადემიის დელეგაცია იმყოფება. გერმანელი სტუმრები საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2014 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ჩამოვიდნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გერმანული დელეგაცია ადმირალ კარსტენ შნაიდერის ხელმძღვანელობით
მიიღო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასევე, საუბარი შეეხო განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორს ზურაბ აგლაძეს შეხვდებიან და საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის აკადემიებს შორის თანამშრომლობის დახვეწაზე იმსჯელებენ.