წყალტუბოში მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება მომხდართან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
“წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს #2 ბაღის აღსაზრდელის, თომა ჩიხლაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო”, – წერია წყალტუბოს საბავშვო ბაღების გაერთიანების სამძიმარში.
როგორც ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, ბავშვის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ლურსმნის გადაყლაპვა იყო.