გლდანის რაიონში სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. მათ შორის, რეაბილიტაცია უტარდება ბრტყელ და ქანობიან სახურავებს, ასევე, წყალსაწრეტ მილებს.
დაზიანებული სახურავის მოწესრიგების სამუშაოები უტარდება ქერჩის N6 საცხოვრებელ კორპუსს. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 52 699 ლარი დაიხარჯება.
დაზიანებული სახურავისა და წყალსაწრეტი მილების მოწესრიგების სამუშაოები ამ ეტაპზე 55 მისამართზე ჩატარდა, 16 მისამართზე კი მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და გამგეობის მიერ 100%-ით ფინანსდება. ამხანაგობა კი, თავის მხრივ, ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.