მთაწმინდის რაიონში, ტატიშვილის №28-ში, უსაფრთხოების მიზნით, რკინა-ბეტონის კედელი ეწყობა

მთაწმინდის რაიონის გამგეობა, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.
ტატიშვილის №28-ში რკინა-ბეტონის კედლის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული პროექტი ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს.
სამუშაოებს შპს „ინსტალ +“ ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45 000 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები