თბილისში, ბელიაშვილის ქუჩის მეორე ჩიხში ასფალტი მოაწესრიგეს
დიდუბის რაიონის გამგეობა ასფალტის მოწესრიგების სამუშაოებს განაგრძობს. ბელიაშვილის ქუჩის მეორე ჩიხის N3 კორპუსის ეზოს მიმდებარედ კონტრაქტორმა კომპანიამ 1280 კვ.მ ფართობზე ასფალტის მოწესრიგება დაასრულა.
სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე ასევე შეიცვალა დაზიანებული ბორდიური. ამასთან, დიდუბის გამგეობამ აღნიშნულ მისამართზე, შიდა ეზოს გარდა, 1200 კვ.მ ფართობზე გზის ცენტრალურ ნაწილზე ასფალტის პირველი ფენა დააგო, მეორე ფენის დაგება კი უახლოეს პერიოდში იგეგმება.
ბელიაშვილის ქუჩის მეორე ჩიხის N3 კორპუსის ეზოს მიმდებარედ ჩატარებული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოიყო.