გლდანში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტი მიმდინარეობს
გლდანში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის განხორციელება გრძელდება. ამჯერად, წითელ ხაზებში არსებული შიდა და გარე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია 36 მისამართზე დასრულდა, 10 მისამართზე კი მიმდინარეობს.
სამუშაოები გრძელდება გლდანის III ა მიკრორაიონის N20 საცხოვრებელ კორპუსშიც, რომლის ხუთივე სადარბაზოში, დაახლოებით, 220 გრძივი მეტრი წყალარინების ქსელი იცვლება. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 45 482 ლარი დაიხარჯება.
ამასთან, ამავე კორპუსში სართულშორისი ნაპრალების რეაბილიტაცია ხორციელდება, რისთვისაც 12 993 ლარი გამოიყო.
სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი – ლევან ნაროუშვილი გაეცნო.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა აღნიშნულ სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ, ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.