მთაწმინდის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები მიმდინარეობს
მთაწმინდის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, დ. ბაქრაძის N15-ში ორი სადარბაზო რემონტდება. ხოლო, ვ. ბარნოვის N69-ში აღნიშნული სამუშაოები უკვე დასრულდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, სადარბაზოში არსებულ დაზიანებულ კედლებს შესაბამისი სამღებრო სამუშაოები ჩაუტარდება. ასევე, ჭერი თაბაშირ-მუყაოს ფილით მოეწყობა.
სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 426 ლარი გამოიყო.