ვაკის რაიონში, წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩაზე გზის საფარი მოწესრიგდა
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩაზე გზის საფარი მოწესრიგდა. პროექტის თანახმად, 400-მდე გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელი და ერთ კილომეტრამდე ბორდიური მოეწყო, შემდეგ კი ასფალტის საფარი დაიგო.
პროექტის პირველ ეტაპზე, გზა იოსელიანის ქუჩაზეც მოწესრიგდა.
ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე იმყოფებოდა.
სულ, განახლდა და მოწესრიგდა 12 000 კვ. მ ფართობის ტერიტორია. ორივე ქუჩაზე დაზიანებული გზის გამო გადაადგილება პრობლემური იყო.
პროექტის ღირებულება 870 000 ლარს შეადგენს.