გლდანში, ლიბანის N18ა კორპუსზე სართულშორისი ნაპრალების რეაბილიტაცია დასრულდა

გლდანის რაიონში “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა პროექტი განხორციელდა. მათ შორის, სართულშორისი ნაპრალების რეაბილიტაცია ახლახანს დასრულდა ლიბანის N18 ა კორპუსში.
სართულშორისი ნაპრალების რეაბილიტაციის სამუშაოები, ჯამურად, რვა მისამართზე განხორციელდა, ორ მისამართზე კი მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 105 776 ლარი დაიხარჯა.
აღნიშნული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და გამგეობის მიერ 100%-ით ფინანსდება. ამხანაგობა კი, თავის მხრივ, ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები