დიდუბის რაიონში დაზიანებული, უსაფრთხოების მოაჯირების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა დაზიანებული, უსაფრთხოების მოაჯირების რეაბილიტაციას განაგრძობს.
ამ ეტაპზე, სამუშაოები დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-2 და 33-ე კორპუსების მიმდებარედ, ასევე, წერეთლის გამზირის N69-ის მიმდებარედ განხორციელდა.
სამუშაოების მიხედვით, კონტრაქტორმა კომპანიამ მოაჯირების დაზიანებული ელემენტები აღადგინა და შეღება.
მიმდინარე წელს დიდუბის რაიონის გამგეობამ დაზიანებული მოაჯირები 13 მისამართზე აღადგინა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 13 549 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები