კახა კალაძემ ნუცუბიძის მესამე მიკრორაიონში რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა

თბილისის მერი, კახა კალაძე ნუცუბიძის მესამე მიკრორაიონში, II და IV კვარტლებს შორის არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. როგორც მერმა აღნიშნა, ამ ტერიტორიაზე მოეწყო ძალიან ლამაზი რეკრეაციული სივრცე, რომელიც ტერასულად არის განვითარებული.

„ძალიან მაგარი და ძალიან ლამაზი პროექტია. მართლა გემოვნებით არის გაკეთებული. მწვანე სივრცეები, ახალი ხე-მცენარეები, შადრევანი, საბავშვო ატრაქციონები, მოზარდებისთვის სპეციალური სავარჯიშოები, დასავენებელი ფანჩატურები და ა.შ.“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

პროექტი 5 თვის განამვლობაში გრძელდებოდა. პროექტის ფარგლებში, არსებული სკვერი მთალიანად რეაბილიტირდა. ის ახლა ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები