ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩის N37-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, სამსართულიანი შენობის ავარიული ნაწილის საძირკველი კაპიტალურად გამაგრდა. ამ ეტაპზე, არმირების სამუშაოები სრულდება, რის შემდეგაც გაილესება და შეიღებება ფასადი.
გამაგრებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 130 642 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.