გმირთა მოედანზე და თამარ მეფის ხიდზე არსებულ, გამწვანებულ კუნძულებზე მულჩი შეიტანეს
„ეკოსერვის ჯგუფი” ნიადაგის მულჩირების სამუშაოებს განაგრძობს. ამჯერად, მულჩის შეტანა გმირთა მოედანზე და თამარ მეფის ხიდზე არსებულ, გამწვანებულ კუნძულებზე განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ „ეკოსერვის ჯგუფი“ აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა ორგანულ სასუქს, რომელიც მწვანე ნარჩენისგან მიიღება.
როგორც „ეკოსერვის ჯგუფში“ აცხადებენ, სხვადასხვა ტერიტორიაზე მულჩის შეტანა კიდევ გაგრძელდება.