კრწანისის რაიონის მცხოვრებლებისთვის 5 ნოემბერს, 13:00 საათზე დასაქმების ფორუმი გაიმართება

კრწანისის რაიონის მცხოვრებლებისთვის 2021 წლის დასაქმების ფორუმი 5 ნოემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.
დასაქმების ფორუმი საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, კრწანისის რაიონის გამგეობისა და HR პროფესიონალთა ასოციაციის ორგანიზებით, სოციალური პასუხისმგებლობისა და პარტნიორობის ფარგლებში, აკადემიის კურსდამთავრებულთა და კრწანისის რაიონის მოსახლეობისათვის ტარდება.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებს დამსაქმებელი კომპანიები, რომლებიც სამუშაოს მაძიებლებს შესთავაზებენ რეალურ ვაკანსიებს.
როგორც რაიონის გამგეობაში აღნიშნავენ, ეს უნიკალური შესაძლებლობაა სამუშაოს მაძიებლებისთვის, შეხვდნენ პოტენციურ დამსაქმებლებლებს, წარუდგინონ საკუთარი თავი და დასაქმდნენ.
დასაქმების ფორუმი გაიმართება 13.00 საათიდან 16.00 საათამდე მისამართზე: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი N18-22.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ აღნიშნული ბმული: https://docs.google.com/…/1aLJpAA4K3j…/edit
მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ორგანიზაციებმა უნდა შეავსონ ბმული:
სასურველია თან იქონიოთ რეზიუმე- CV.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები