გლდანის რაიონში ლიფტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ლიფტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოები გლდანის III მიკრორაიონის N87 კორპუსსა და V მიკრორაიონის N12 კორპუსში ჩატარდა. სამუშაოების შედეგად, ორივე მისამართზე სრულად რეაბილიტირდა ლიფტი, შეიცვალა როგორც კაბინა, ასევე, მართვის კოლოფი.
მიმდინარე წელს გლდანის რაიონში, ჯამურად, 26 ამორტიზებული ლიფტის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 1 079 407 ლარი დაიხარჯა. ამ ეტაპზე, ლიფტის მოდერნიზაციის სამუშაოები ხუთ მისამართზე მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ამხანაგობების მომართვის საფუძველზე ხორციელდება და გამგეობის მიერ 100%-ით ფინანსდება. ამხანაგობა კი, თავის მხრივ, ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-10% -ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები