ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლები მოეწყო

ნაძალადევის რაიონში გამაგრების სამუშაოები გრძელდება. ამჯერად, გრუნტის დამჭერი კედლები ლეჩხუმის II შესახვევის N3-ში და კოკინაკის ქუჩის N47-ის მიმდებარედ მოეწყო. ასევე, აღნიშნულ მისამართებზე ლითონის დამცავი ღობეები დამონტაჟდა.
ლეჩხუმის II შესახვევში აშენებული კედლის სიგრძე 12,3 მეტრია, კოკინაკის ქუჩაზე მოწყობილი კედლის სიგრძე კი, 6,6 მეტრია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა. ორივე საყრდენი კედლის მშენებლობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 78 600 ლარი გამოიყო.
მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები