საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძეს სომხეთის თავდაცვის მინისტრი, არშაკ კარაპეტიანი მასპინძლობს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები პირისპირ ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს.

მხარეებმა კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობის, ასევე, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მეზობელ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით, სამხედრო განათლების, სამხედრო მედიცინის, მრავალეროვნული სწავლებების კუთხით არსებულ თანამშრომლობასა და ამ კავშირების გაღრმავებაზე. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა – ჯუანშერ ბურჭულაძემ შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები