ოქროყანაში, 500 კვ. მ ფართობზე ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო
მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების კეთილმოწყობის კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს.
ოქროყანაში, „გ“ ზონაში გზის კეთილმოწყობა დასრულდა, სადაც 500 კვ. მ ფართობზე ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. აღნიშნულ მისამართზე სამანქანო გზა სრულად ამორტიზებული იყო და ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა.
სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანია „პარმამ“ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 000 ლარი გამოიყო.