ისნის რაიონის გამგეობამ ნავთლუღის N2-ში შიდა ეზო მოაწესრიგა
ისნის რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნავთლუღის ქ. N2-ში შიდა ეზო მოაწესრიგა.
სამუშაოების ფარგლებში, 1300კვ.მ. ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო და ბორდიურები მოეწყო. ასევე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამით, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციბი.
რაიონის გამგეობის ცნობით, უახლოეს პერიოდში ტერიტორია გამწვანდება და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგვება. პროექტი ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 64 134 ლარით დაფინანსდა.