ირაკლი ღარიბაშვილი: სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერმინისტრთან ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი და თანამშრომლობის გაღრმავების ახალი შესაძლებლობები განვიხილე
საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ იანეზ იანშასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერმინისტრთან ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი და თანამშრომლობის გაღრმავების ახალი შესაძლებლობები განიხილა.
„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ იანეზ იანშასთან. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი და თანამშრომლობის გაღრმავების ახალი შესაძლებლობები.
ვაფასებთ სლოვენიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებებისადმი”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
Had a very productive meeting w/ 🇸🇮's @JJansaSDS. Bilateral agenda and new opportunities for deepening co-op discussed. 🇬🇪extremely values 🇸🇮’s steadfast support for 🇬🇪`s sovereignty, territorial integrity, and 🇪🇺&NATO aspirations. pic.twitter.com/CJEiD5OHFB
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) November 1, 2021