კრწანისის რაიონში გამწვანების სამუშაოები ხორციელდება

პროექტ „გაამწვანე თბილისის“ ფარგლებში, კრწანისის რაიონში გამწვანების სამუშაოები ხორციელდება. სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები მთელი რაიონის მასშტაბით ირგვება. ასევე, იგება რულონური ბალახის საფარიც.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია – „გაამწვანე თბილისი“, რომლის ფარგლებში, კრწანისშიც სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები ირგვება. ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება და გამწვანების სამუშაოებს მთელს რაიონში პერმანენტულად ვახორციელებთ. მწვანე სივრცეები, ზოგადად, ალამაზებს ქალაქს და ხელს უწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას. მსგავსი ტიპის სამუშაოები, რომლებიც მომავალში მოგვცემს შედეგს და ჩვენი ქალაქი ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული და ეკოლოგიურად სუფთა იქნება, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ.
დეკორატიული ბუჩქების სახეობები რაიონის ლანდშაფტისა და კლიმატის გათვალისწინებით შეირჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები