წელს ვაკის რაიონში კომბინირებული და კალათბურთის მოედნები ოთხ მისამართზე მოეწყო
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელს კომბინირებული და კალათბურთის მოედნები ოთხ მისამართზე მოეწყო.
რაიონის გამგეობის ინფორმაციით, ბეტონის საფუძვლებზე დამონტაჟდა ღობეები, ფარები, კარები და დაიგო რბილი საფარი. სტადიონები ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მოედნები შემდეგ მისამართებზე მოეწყო:
- წყნეთის ტყე პარკი;
- ნუცუბიძის ფერდობი, IV მ/რ, N21-ის მიმდებარედ;
- ალ. ყაზბეგის გამზირი, კორპუსი N32-ბ-ს მიმდებარედ;
- ანა პოლიტოვსკაიას ქუჩა კორპუსი N-55-ის მიმდებარედ (ორი მოედანი);
სპორტული მოედნების მოწყობის ჯამური ღირებულება 686 200 ლარია.