“ჩაკუზული ვიყავი და მცემდნენ ამირან ჯანაშია და სხვები” – რა ჩვენებებს იძლეოდნენ ყოფილი პატიმრები ზუგდიდი ციხის ყოფილი უფროსზე, ამირან ჯანაშიაზე

ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია დააკავეს. მას გამოძეიბა იარაღის უკანონო შენახვა ტარებას ედავება. ჯანაშია ფოთის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, საქმე აღიძრა სსკ 236-ე მუხლით, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაზე

ამირან ჯანაშია 2009-2012 წლებში ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი იყო. იგი გასამართლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 -ე მესამე პრომა მუხლით, რაც პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.

2013 წელს, პროკურორმა ფელიქს ჯალაღონიამ სასამართლოს 50-მდე მოწმის ჩვენება გააცნო: „ქვედა საცვლის ჩახდა, ჩაკუზულ მდგომარეობაში, პირით კედლისკენ მიყენება, ამ მდგომარეობაში წინ და უკან გადაადგილება, საჯდომთან სანთებელას ანთება, რკინის საგნით ცემა, სიტყვიერი შეურაცხყოფა“, – ასეთი შინაარსისაა საქმეში არსებული ყველა მოწმის, პატიმრის ჩვენება.

პროკურორის თქმით, პატიმარ მოგელი კ.-ს, რომელიც ყაჩაღობის მუხლით იყო ბრალდებული, ამირან ჯანაშია აიძულებდა გაშიშვლებას, ჩაკუზვას და დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დასახელებას. მოგელი კ.-ს ჩვენებიდან ირკვევა, რომ მას ციხის დირექტორი გაუპატიურების მუქარით აიძულებდა მიეწოდებინა ინფორმაცია მის საკანში მყოფი სხვა პირების შესახებ და ამ მეთოდით დაითანხმა თანამშრომლობაზე.

პროკურორის განცხადებით, პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში, დირექტორთან ერთად ციხის თანამშრომელი რომეო როგავა მონაწილეობდა.

სასამართლო პროცესზე დაიკითხა დაზარალებული დიმიტრი თ., რომელიც 2011-2012 წლებში ზუგდიდის ციხეში იხდიდა სასჯელს. ის ამჟამად ქუთაისის მე-2 დაწესებულების პატიმარია.

დიმიტრი თ.-ს განცხადებით, ის 2011 წლის 19 აგვისტოს მიიყვანეს ზუგდიდის ციხეში და სპეციალურ ოთაში მოათავსეს, სადაც მას ამირან ჯანაშიამ სცემა.

„შემზარავი სცენა იყო, შიშველი, ჩაკუზული ვიყავი და მცემდნენ ამირან ჯანაშია და სხები“, – უთხრა პატიმარმა მოსამართლეს.

დაზარალებულმა არაადამიანურ მოპყრობაში ციხის დირექტორის გარდა სხვა თანამშრომლებიც ამხილა, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსის მოადგილის, კოხტა კოდუას ძმა, ლევან კოდუა.

მისი უფროსობის დროს, ყოველდღიურად ხდებოდა პატიმართა წამება სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის მთელი დღის განმავლობაში საპირფარეშოში კეტავდნენ პატიმრებს, აწამებდნენ ლეიბებზე წყლის დასხმით – მერე სველ ლეიბებზე რომ დაეძინათ, ლეიბებზე ფეხებით დგომით, მთელი დღეები და ღამეები ჩაკუზულებს ატარებდნენ მსჯავრდებულებს.

ათეულობით პირი იყო დაზარალებულად ცნობილი საქმეში, რომლის გამოც ჯანაშია პასუხისმგებაში მისცეს.

წყარო: IPRESS.GE

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები