გამოფენა „გასეირნება გარეთუბანში” ონლაინფორმატში გრძელდება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი გამოფენას „გასეირნება გარეთუბანში” დამთვალიერებელს დღეიდან ონლაინფორმატში სთავაზობს.
გამოფენა მოიცავს ეროვნულ არქივში დაცულ მასალას XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის თბილისის, კერძოდ, დღევანდელ რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კულტურულ-საგანანმანათლებლო დაწესებულებების შენობების შესახებ. მათ შორისაა გიმნაზიების, მუზეუმების, თეატრების, დროებითი ცირკებისა და სინემატოგრაფის ნაგებობათა პროექტები, ნახაზები, ფოტო თუ დოკუმენტური მასალა.
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ექსპოზიცია 2021 წლის 22 სექტემბერს გაიხსნა და ერთ თვეს გასტანა.