თბილისში, ზღვისუბნის IIა მიკრორაიონში ახალი ლიფტები მოეწყო
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის IIა მიკრორაიონში, N225 და N205 კორპუსებში ახალი ლიფტები მოეწყო. აღნიშნულ მისამართებზე, „მეტრომშენის“ დაუმთავრებელ კორპუსებში ამ დრომდე ლიფტები არ იყო დამონტაჟებული, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას დისკომფორტი ექმნებოდა.
პროექტის საერთო ღირებულება 139 029 ლარია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შესრულდა.
ასევე, ახალი ლიფტის მოწყობა მიმდინარეობს ზღვისუბნის IIა მ.რ. N226 კორპუსში. აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე სამუშაოების საპროექტო ღირებულება 92 682 ლარია.