გლდანის რაიონში 9 თვის განმავლობაში 78 214 კვ.მ ფართობი გზის საფარი მოწესრიგდა
გლდანის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში საგზაო ინფრასტრუქტურა 78 214 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. გამგეობის ინორმაციით, შესაბამისი სამუშაოები განხორციელდა როგორც ქუჩებზე, ასევე, ჩიხებსა და შიდა ეზოებში.
მათ შორის, კაპიტალურად მოეწყო ავალიშვილის, წინამძღვრიშვილის, ბაღნარის, მანაგაძის, ვაშაკიძის, ლეო კერესელიძისა და კონსტანტინე ლესელიძის ქუჩები, ჯანჯღავას მეორე ჩიხი და გასასვლელი. ასევე, გიორგიწმინდას დასახლებაში ჭავჭავაძის ქუჩის, სოფელ გლდანში კი 26 მაისისა და აღმაშენებლის ქუჩების მონაკვეთი. გაკეთდა მუხიანი 2-ში (მუხიანის აგარაკები) ზნაკვისა და ხანძთის ქუჩები, გურიის აღმართი და გამარჯვების ქუჩიდან გურიის აღმართამდე მისასვლელი გზა. გზის საფარი მოწესრიგდა ქერჩის N6 ვ-სა და სარაჯიშვილის N53-55 მიმდებარედ. ასევე, გზის საფარის რეაბილიტაცია განხორციელდა წყალსადენის ჩიხში (ფაილოძეების უბანი).
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ცხრა თვის განმავლობაში 5 492 018 ლარი დაიხარჯა.