ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
22 ოქტომბერს ხის დაგრვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღიც შეუერთდა.
ამ დღის აღსანიშნავად, ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებსა და „გურული დღიურების“ ბენეფიციარებს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, ფრანგული სტილის ბაღის – პარტერის მიმდებარედ, გინკო ბილობას ნერგები დაირგო. ნერგები სპეციალურად დღევანდელი დღისთვის შეირჩა, რადგან გინკოს ხე სიბრძნის სიმბოლოდ ითვლება.
გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობა ეროვნული ბიბლიოთეკიდან მოწვეულმა სტუმრებმა ბოტანიკური ბაღის დირექტორთან, ირინე დანელიასთან ერთად მიიღეს. სტუმრებს ბაღის სახელით, სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.
მხარეები საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბილიოთეკას შორის მემორანდუმის გაფორმებაზეც შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებში, ბოტანიკურ ბაღში „წიგნის სახლი“ განთავსდება.
ხის დაგრვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ასევე, გერმანიიდან ზანგერ ჰაუზენის მსოფლიოში ყველაზე დიდი როზარიუმის და ლიეტუვადან კაუნასის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის კურატორები ესწრებოდნენ.