როგორია კოვიდვითარება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 135 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ტესტირება 613 პირს ჩაუტარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ე.წ. რესპუბლიკაში ინფიცირების 30 496 შემთხვევაა გამოვლენილი.

ასევე, ვირუსს კიდევ ორი პაციენტი შეეწირა, სულ 437 ლეტალური შემთხვევაა.

ამჟამად, გუდაუთის კოვიდჰოსპიტალში 92 პაციენტი მკურნალობს, მათგან 50-ის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 39 პაციენტია მოთავსებული, 15 – მძიმე მდგომარეობაში; ოჩამჩირეში 22 პირია; გაგრაში 34 ადამიანია, 7-ის მდგომარეობა მძიმეა; ტყვარჩელში – 15.

რაც შეეხება რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალს, რომელიც სოხუმშია გაშლილი, აქ 94 მოქალაქეა მოთავსებული, მათგან 12-ის მდგომარეობა მძიმეა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში კი დღეს ინფიცირების 81 შემთხვევა გამოვლინდა, სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე 7 986 დადასტურებული ფაქტია.

ამჟამად, ექიმების მეთავლყურეობის ქვეშ 2 036 პაციენტი იმყოფება.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ბოლო ერთ დღეში ვირუსს 3 პაციენტი ემსხვერპლა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი 131 ლეტალური შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები