კახა კალაძე ბლოგერ ლამარა აბჟანდაძეს გამოეხმაურა: ვაუჩერს მიიღებს ის, ვისაც მისი გამოყენების სურვილი ექნება

თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან საუბრისას პენსიონერ ლამარა აბჟანდაძეს გამოეხმაურება, რომელმაც სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის განკუთვნილი მედიკამენტების 500-ლარიან ვაუჩერს “შეურაცხმყოფელი ინიციატივა” უწოდა.

„ქალბატონ ლამარას მინდა, პირველ ყოვლისა, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. რაც შეეხება 500-ლარიან ვაუჩერს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის, რა თქმა უნდა, ეს სავალდებულო არ არის. ვისაც არ აქვს სურვილი, რომ ისარგებლოს ამ ვაუჩერით, ძალდატანება არავითარ შემთხვევაში არ იქნება. 40 ათასამდე ასეთი მოქალაქე გვყავს. მათ სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა. დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ყოველთვის გვერდით ედგა ასეთ ადამიანებს, ახლაც გვერდით უდგას და მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ლამარა აბჟანდაძე თბილისის მერის ინიციატივას მედიკამენტების ვაუჩერების შესახებ გუშინ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები