თურქეთის დელეგაცია „თამ“ თბილავიამშენს ესტუმრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ აზარაშვილმა და სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ოღლიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ, თურქეთის დელეგაციას, კომპანია „თუსაშის“ აღმასრულებელ დირექტორ თემელ კოტილოვსა და ვიცეპრეზიდენტ ავიაციის დარგში ატილა დოგანს უმასპინძლეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო – თურქეთს შორის თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები განიხილეს, რაც მიზნად ისახავს ერთობლივი საწარმოს დაარსებას და სამხედრო-საჰაერო მრეწველობის განვითარებას.
შეხვედრის შემდეგ, სტუმრებმა სს „თამ“ თბილავიამშენის ტერიტორიაზე საფრენი აპარატების სამწყობრო საწარმო დაათვალიერეს, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად საფრენი აპარატების აღდგენა, რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია მიმდინარეობს.