მთაწმინდის რაიონის გამგეობა სხვადასხვა სახის პროექტს ახორციელებს

მთაწმინდის რაიონის გამგეობა, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის, ამხანაგობებში სხვადასხვა სახის პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა წყლისა და წყალარინების ქსელის შეცვლა, საცხოვრებელი სახლების გამაგრება, სადარბაზოების შიდა რემონტი, ლიფტების, კიბეებისა და ჭიშკრების შეკეთება და სხვა.
ამჯერად, ორ მისამართზე კორპუსის ლიფტების რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები განხორციელდა მ. კოსტავას N26-ში და ლ. უკრაინკას N3-ში.
პროექტის ფარგლებში, სამ ლიფტს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოების შედეგად, ლიფტების კაბინები, კარები, ელექტროძრავა და ბაგირი შეიცვალა.
პროექტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 50 136 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები