ვარკეთილი 3-ში წყალარინების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს
სამგორის რაიონის გამგეობა ვარკეთილი 3-ში, სადგერის ქუჩიდან ოჯალეშის ქუჩის კვეთამდე წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 250 გრძივი მეტრის წყალარინების ქსელის მოწყობა.
სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია, შპს „ექსპრეს კომპანია“ აწარმოებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 120 000 ლარს შეადგენს.