კახა კალაძე „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებისთვის განკუთვნილი კორპუსების მშენებლობის პროცესს გაეცნო

თბილისის მერი, კახა კალაძე საბურთალოს რაიონში, სააკაძის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ საცხოვრებელი კორპუსების სამშენებლო და სარემონტო სამუშოებს გაეცნო, რომლებიც „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახებისთვისაა განკუთვნილი. როგორც მერმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტი ყველა კომპანიის მიერ დაზარალებულ ოჯახს დაეხმარება,

„სამწუხაროდ, 10 ათასამდე ასეთი დაზარალებული გვყავს, თუმცა, „ცენტრ პოინტს“ ყველაზე მეტი დაზარალებული ჰყავს. საუბარია, დაახლოებით, 7 ათასამდე ოჯახზე. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ამ ოჯახებს ეს პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებოდათ,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები