ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩაზე გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, მოეწყო 400-მდე გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელი და ერთ კილომეტრამდე ბორდიური. ამჟამად კი, ასფალტის საფარი იგება.
ამავე პროექტის პირველ ეტაპზე, იოსელიანის ქუჩაზე გზა მოწესრიგდა.
სულ განახლდება და მოწესრიგდება 12 000 კვ. მ ფართობის ტერიტორია. ორივე ქუჩაზე დაზიანებული გზის გამო გადაადგილება პრობლემური იყო.
სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი – დავით კვინიკაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პროექტის ღირებულება 870 000 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები