გლდანის რაიონში, ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე გზა მოაწესრიგეს
გლდანის რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე გზა მოაწესრიგა.
აღნიშნულ მისამართზე გზის საფარი არ არსებობდა. ასევე, მოსაწესრიგებელი იყო წყლის ქსელი, რომელიც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ მოწესრიგდა. გამგეობის მიერ კი, სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ასფალტის საფარის დაიგო.
სამუშაოების შედეგად, ორივე ქუჩაზე 13 857 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი განთავსდა. პროექტისთვის, ჯამურად, 892 713 ლარამდე დაიხარჯა.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ბორდიურები, საფეხმავლო ბილიკები, ლითონის ზღუდარები, გრუნტის შემაკავებელი დამჭერი გაბიონები და ორი ფენა ასფალტის საფარი.