წერეთლის გამზირის N57-ში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა შიდაკვარტალურ ეზოებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
ამჟამად, აღნიშნული პროექტი წერეთლის გამზირის N57-ში მდებარე ეზოში მიმდინარეობს.
სამუშაოები 1 722 კვ. მ ფართობზე ხორციელდება. ტერიტორიაზე უკვე მოიხსნა დაზიანებული ბორდიური და ახალი მოეწყო, ასევე, იგება ასფალტის საფარი.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბი ემ სი“, 80 000 ლარის ღირებულების ფარგლებში აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები