მთაწმინდის რაიონში, ბარნოვის N71-ში მოსასვენებელ სივრცეს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
მთაწმინდის რაიონის გამგეობა რეკრეაციული ადგილების მოწყობას განაგრძობს.
ამჯერად, ვ. ბარნოვის N71-ში არსებულ მოსასვენებელ სივრცეს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა და უსაფრთხოების მოაჯირებით შემოისაზღვრა. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. დაიდგა საპარკე სკამები და ურნები, მოეწყო განათების ქსელი.
აღნიშნული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა.