ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ეპიდვითარება საკმაოდ რთულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ რთულია.

მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების მიუხედავად, ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე ჯერ არ გამოკვეთილა.

„ვითარება საკმაოდ რთულია. შემთხვევების მკვეთრი მატების მიუხედავად, ამ ეტაპზე, ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე ჯერ არ გამოკვეთილა. ეს განპირობებულია იმით, რომ იმუნური ფენის რაღაც სეგმენტი გაჩნდა. მილიონი ადამიანი აცრილია და, ჩვენი კვლევის ბოლო შედეგის მიხედვით, მოსახლეობის 42%-ს გადატანილი აქვს ინფექცია. ამიტომ, ეს იმუნური ფენა ქმნის გარკვეულ რეზისტენტობას“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები