თბილისში 10 000-მდე შენობა ჩანაცვლდება – მოქალაქეები ახალ ბინებს უფასოდ მიიღებენ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში 10 000-მდე შენობაა, რომელსაც დაზაინების სხვადასხვა ხარისხი აქვს და ჩანაცვლება ესაჭიროება. როგორც მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ პროექტის განსახორციელებლად აღნიშნულ შენობებში მცხოვრებ მოქალაქეებს 1 თეთრის გადახდაც არ მოუწევს.

„თბილისელებს წარვუდგინეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა – ავარიული სახლების ჩანაცვლება. მთელი 2 თვის განმავლობაში ვსაუბრობთ ამაზე და არავინ დაინტერესებულა, განსაკუთრებით – ოპონენტები და მათი მედიასაშუალებები. როდესაც უბედურება დატრიალდა, მაშინ ყველა გამოვიდა, ნახეთ, ეს რა ხდება და როგორი შენობა-ნაგებობები გვაქვს თბილისშიო. დიახ, გვაქვს. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა. 10 000-მდე ასეთი ნაგებობაა ქალაქში, რომელსაც ავარიულობის სხვადასხვა კატეგორიის ხარისხი აქვს მინიჭებული. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ამ შენობებს წლების განმავლობაში ამაგრებდა და დავდეთ პროგრამა, რომლის საშუალებითაც შევძლებთ, მომდევნო წლების განმავლობაში მოვახდინოთ ამ სახლების ჩანაცვლება ისე, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ერთი თეთრიც არ დაუჯდეთ. ყველა ხარჯს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი დაფარავს.

ცხადია, 10 000 შენობის ჩანაცვლება 4 წელიწადში შეუძლებელი იქნება, თუმცა, მთავარია, დაიდო პროგრამა თავისი წესებით, რეგულაციებით. მომდევნო ათეული წლების განმავლობაში, ყველა მთავრობას, რომელიც იქნება ხელისუფლებაში, ექნება საშუალება, ისარგებლოს ამ პროგრამით,“ – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები