ვარკეთილში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ვარკეთილი 3-ში, სესილია თაყაიშვილისა და ილია სუხიშვილის ქუჩების კვეთაზე არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 13 110 კვადრატული მეტრის მოცულობის ტერიტორია კეთილმოეწყობა, რომლის შედეგადაც სკვერის ფართობი არსებულთან შედარებით სამჯერ გაიზრდება.
ტერიტორიაზე განთავსდება ფეხბურთის და კალათბურთის მოედნები, ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, სკამები. გარდა ამისა, მოეწყობა შადრევანი და მასშტაბური დენდროლოგიური სამუშაოები ჩატარდება.
სკვერის მოწყობის სამუშაოებს შპს ,,AWARD“ ასრულებს, რისთვისაც სამგორის რაიონის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 800 000 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები