ზღვისუბანში კორპუსის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის Xბ კვ. N1 კორპუსში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახურავს და შეიცვალა წყალსაწრეტი მილები.
პროექტის ფარგლებში, 1 250 კვ.მ ფართობზე სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდა და 160 გრძივ მეტრზე ახალი წყალსაწრეტი მილები მოეწყო.
ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 56 900 ლარი გამოიყო. აღნიშნულ კორპუსში 60 ოჯახი ცხოვრობს.